უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინის მთავრობის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მხარეებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ადასტურებს და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. “სიხარულით ვაცხადებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ, რომელიც გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერას და უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას,” – წერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო X-ზე. მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ შეთანხმება […] The post უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს appeared first on .

აპრ. 18, 2025 - 17:57
 0
უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინის მთავრობის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მხარეებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ადასტურებს და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

“სიხარულით ვაცხადებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ, რომელიც გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერას და უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას,” – წერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო X-ზე.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ შეთანხმება გახსნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობისთვის.

ასევე, მემორანდუმის ტექსტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აღიარებენ იმ წვლილს, რომელიც უკრაინამ შეიტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, მსოფლიოში ბირთვული იარაღის სიდიდით მესამე არსენალზე ნებაყოფლობით უარის თქმით.

“გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ აშშ პატივს სცემს უკრაინის ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა ოფიციალურ კრედიტორებთან დადებულ შეთანხმებებთან,” – წერს უკრაინის მთავრობა. 

მემორანდუმი ხელმოწერილი იქნა მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მინისტრთა კაბინეტის 2025 წლის 11 აპრილის No333-r ბრძანების შესაბამისად “უკრაინის მთავრობის დელეგაციის შესახებ, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებებში”.

The post უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow