უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაჭრილი და დაავადებული სამხედროები დააბრუნა

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან  მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

ივნ. 20, 2025 - 23:27
 0
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაჭრილი და დაავადებული სამხედროები დააბრუნა

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან  მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ.

მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow