“უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო” – ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წელს უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მახსოვს, 2022 წელს ბოლო კონტაქტების დროს მაშინდელ ადმინისტრაციასთან, როგორ ვცდილობდი დამერწმუნებინა მაშინდელი ჩემი კოლეგა [ჯო ბაიდენი], რომ არ იყო საჭირო სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები […] The post “უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო” – ვლადიმერ პუტინი appeared first on .

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2022 წელს უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მახსოვს, 2022 წელს ბოლო კონტაქტების დროს მაშინდელ ადმინისტრაციასთან, როგორ ვცდილობდი დამერწმუნებინა მაშინდელი ჩემი კოლეგა [ჯო ბაიდენი], რომ არ იყო საჭირო სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა სამხედრო მოქმედებების სახით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.
ჩვენ გვესმის, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს “მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა”. ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა”, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე პუტინმა ტრამპს შესთავაზა, მორიგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.
The post “უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო” – ვლადიმერ პუტინი appeared first on .
What's Your Reaction?






