"უმარ ნურმაგომედოვს არ ვეთანხმები" - პიოტრ იანმა დვალიშვილი "დაიცვა"
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და დივიზიონის მოქმედმა ტოპ მებრძოლმა, პიოტრ იანმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და მერაბ დვალიშვილზე...

მისი თქმით, მერაბმა ო’მალთან მეორე ორთაბრძოლაც ისე დამაჯერებლად მოიგო, როგორც მოსალოდნელი იყო. იანმა აღნიშნა, რომ შუგამ ვერც პირველ ბრძოლაში გააწბილა დვალიშვილი და ვერც განმეორებით დაპირისპირებაში შეძლო უპირატესობის მოპოვება.
„ამჟამად ო’მალთან რემატჩი არ მაინტერესებს – ჩემი მიზანი ტიტულია. თუმცა თუ გზა მერაბთან გადაიკვეთა, მზად ვარ,“ – ამბობს იანი.
ასევე, რუსი მებრძოლი არ დაეთანხმა უმარს ნურმაგომედოვს, რომელმაც დვალიშვილის სტილი გააკრიტიკა: „მერაბის სტილი მუშაობს და ამას ვერავინ აჩერებს. თავად უმარი არც ისეთი მრავალმხრივი მებრძოლია, როგორც ამბობს.“
პიოტრ იანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დვალიშვილი-სენდჰეგენის ორთაბრძოლას ინტერესით ელის და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მებრძოლი ბრძოლას ჩაეხსნება, მზად არის, მის ნაცვლად ოქტაგონში შევიდეს.
What's Your Reaction?






