უოკერის ტრანსფერზე თურქული გუნდი მუშაობს

35 წლის ინგლისელმა მცველმა კაილ უოკერმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. გავრცელებული ცნობებით, მისი ტრანსფერით სტამბოლის...

ივნ. 13, 2025 - 22:27
 0
უოკერის ტრანსფერზე თურქული გუნდი მუშაობს
35 წლის ინგლისელმა მცველმა კაილ უოკერმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. გავრცელებული ცნობებით, მისი ტრანსფერით სტამბოლის „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული და უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „მანჩესტერ სიტისთან“.

უოკერი, რომელიც ბოლო პერიოდში „სიტის“ ძირითად გეგმებში აღარ ჯდება, სეზონის მეორე ნახევარს იჯარით „მილანში“ ატარებდა, თუმცა იტალიურმა კლუბმა გამოსყიდვის უფლებით არ ისარგებლა.

ინგლისელი ფეხბურთელი „სიტის“ 2017 წელს შეუერთდა და მისი სავარაუდო ფასი ახლა 6-8 მილიონ ევროს შორის მერყეობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow