ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ინტერვიუ “ალიას” არქივიდან – 2020 წელი „ალიას“ ესაუბრება, მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი: -შიშზე საუბრობდით და ამბობდით, რომ ციხეში ჩაჯდომას გამბედაობა სჭირდება და მშიშრები ეცდებიან პასუხისმგებლობა აირიდონ. დავუშვათ, გაიმარჯვა ოპოზიციამ და თქვა, რომ ივანიშვილი არის დამნაშავე, ჩაჯდება ივანიშვილი ციხეში? -არა, ჩემო კარგო, ივანიშვილი არის ევროპის ქვეყნის მოქალაქე… რატომ უნდა ჩაჯდეს? […] The post ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი appeared first on .

ინტერვიუ “ალიას” არქივიდან – 2020 წელი
„ალიას“ ესაუბრება, მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
-შიშზე საუბრობდით და ამბობდით, რომ ციხეში ჩაჯდომას გამბედაობა სჭირდება და მშიშრები ეცდებიან პასუხისმგებლობა აირიდონ. დავუშვათ, გაიმარჯვა ოპოზიციამ და თქვა, რომ ივანიშვილი არის დამნაშავე, ჩაჯდება ივანიშვილი ციხეში?
-არა, ჩემო კარგო, ივანიშვილი არის ევროპის ქვეყნის მოქალაქე… რატომ უნდა ჩაჯდეს? დენდროლოგიური პარკი რომ გახსნა და დაახლოებით 10-15 ქალაქში მილიონების ხარჯვით რესტავრირებული თეატრები რომ გახსნა, იმიტომ ჩაჯდეს ციხეში?
-ჩვენ უბრალო ხალხს ახლა თეატრში წასვლის ფული და ნერვი არა გვაქვს, არც დრო, იმდენს ვშრომობთ, თქვენ როდის იყავით, ბატონო მერაბ, თეატრში?
-კაი, რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე მაშინ…
-აბა, რას ვიზამ?.. „ალიას“ როდის იყო რამის დაბეჭდვის ეშინოდა? სიტყვა-სიტყვით დავბეჭდავთ…
-მაშინ გეტყვი პირდაპირ, არ ჩაჯდება და აი, რატომ – შევარდნაძე ჩაჯდა ციხეში?
-არა.
-სააკაშვილი?
-არა (ინტერვიუ გამოქვეყნებულია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე და დაკავებამდე).
-აბა, ბიძინა რატომ უნდა ჩაჯდეს? გადი, გენაცვალე, ქალაქგარეთ აგარაკები ნახე, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, “ ქართული ოცნების“… ჩემო კარგო, ეს საქართველოა, აქ არის ჭამის პოლიტიკა, ჭამის ტენდენციაა, ვინც ხელისუფლებაშია – ის ჭამს, მოვა მეორე ხელისუფლება ის გაურიგდება ძალიან კარგად და სამაგალითოდ 2-3 კაცს, მერაბიშვილივით დასჯიან და დანარჩენები აყვავდებიან… ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს ფული, სააკაშვილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ციხეში ჩაჯდება კი არა, პირიქით, პირიქით… შეიძლება ამაზე უკეთესად იყოს!
თამო კეშელავა, ალია
The post ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






