„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება – კომპანია ახალ ეტაპზე გადადის
„ფავორიტი“ წლიდან წლამდე იზრდება როგორ ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე წარმოებითა და კომპანიაში დასაქმებული კადრების კუთხით. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნისა და წარმოების ზრდის პარალელურად კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა, რასაც ტექნოლოგიური განახლებაც მოჰყვა. „ფავორიტის“ ტერიტორიაზე აშენდა ახალი, 450 კვ.მ „ფართობის“ ოფისი, სადაც ერთ სივრცეში მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტის, მათ შორის გაყიდვების, სერვისებისა თუ დიზაინერთა გუნდები. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამგვარი განახლება […]


„ფავორიტი“ წლიდან წლამდე იზრდება როგორ ტექნიკური შესაძლებლობებით, ასევე წარმოებითა და კომპანიაში დასაქმებული კადრების კუთხით.
პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნისა და წარმოების ზრდის პარალელურად კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა, რასაც ტექნოლოგიური განახლებაც მოჰყვა. „ფავორიტის“ ტერიტორიაზე აშენდა ახალი, 450 კვ.მ „ფართობის“ ოფისი, სადაც ერთ სივრცეში მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტის, მათ შორის გაყიდვების, სერვისებისა თუ დიზაინერთა გუნდები. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამგვარი განახლება კიდევ უფრო მოქნილს ხდის მუშაობის პროცესს.
„ახალ საერთო სივრცეში გადასვლა მოქნილობას ზრდის როგორც „ფავორიტის“ გუნდისთვის, ისე დამკვეთებისთვის. სრულიად გამორჩეული და თანამედროვე გარემო ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მიიღოს სრული მომსახურება ერთ სივრცეში და პარალელურად თვალი ადევნოს წარმოების პროცესს.დიზაინზე თავიდან ბოლომდე ჩვენმა თანამშრომელმა ანი გობრონიძემ იმუშავა. ინტერიერის დიზაინი დაგეგმარებულია იმგვარად, რომ არ ყოფილიყო კაბინეტები და დაყოფილი დეპარტამენტები. აღნიშნული კონცეფციაა ამარტივებს სამუშაო პროცესს და შესაძლებელს ხდის კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. ჩვენი კომპანიის სტრუქტურიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომელს შეუქმნას თანასწორ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, ახალი შენობის ინტერიერიც სწორედ ამ მთავარ ღირებულებაზე დაყრდნობით შეიქმნა“, – განმარტეს „ფავორიტი სტილში“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ განვითარებასა და სიახლეების დანერგვას, რაც ბეჭდვისა და შეფუთვების სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
(R)
What's Your Reaction?






