ფასი 80 მილიონი ევროა - მანჩესტერმა გარნაჩოს გაყიდვა გადაწყვიტა

მანჩესტერ იუნაიტედში გადაწყვიტეს, რომ ალეხანდრო გარნაჩო კლუბს ვეღარანაირ სარგებელს ვერ მოუტანს და უკეთესი იქნება თუ არგენტინელს გაყიდიან

ივნ. 24, 2025 - 22:27
 0
ფასი 80 მილიონი ევროა - მანჩესტერმა გარნაჩოს გაყიდვა გადაწყვიტა
მანჩესტერ იუნაიტედში გადაწყვიტეს, რომ ალეხანდრო გარნაჩო კლუბს ვეღარანაირ სარგებელს ვერ მოუტანს და უკეთესი იქნება თუ არგენტინელს გაყიდიან.

როგორც ირკვევა, ინგლისურმა კლუბის ხელმძღვანელობამ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად უკვე დააყენა კიდეც.

ალეხანდრო გარნაჩოს ღირებულება 80 მილიონი ევრო გახლავთ და იუნაიტედი არგენტინელის სანაცვლოდ სარფიან წინადადებებს ელოდება.

20 წლის ფეხბურთელს მანჩესტერში ჯამურად 150-მდე შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან 26 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow