ფენერბაჰჩე კვლავ ევროპის სათავეში - ევროლიგის ისტორიული ტრიუმფი სტამბოლურ კლუბს
სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ ევროლიგის ტიტული მეორე ვადით მოიპოვა. თურქულმა გრანდმა ფინალურ შეხვედრაში მონაკოს წინააღმდეგ დაძაბული...

მატჩის მიმდინარეობისას სხვაობა მინიმალური იყო და ბოლოსწინა მეოთხედის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა აშორებდა ერთმანეთს, თუმცა გადამწყვეტ მონაკვეთში „ფენერმა“ თამაშის კონტროლი სრულად საკუთარ ხელში აიღო და 27:19 მოუგო მეოთხე პერიოდი.
ჩემპიონობისკენ გუნდი ნაიჯელ ჰაინესმა წაიყვანა – მან 23 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. მარკო გუდურიჩმაც არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში – 19 ქულითა და 6 მოხსნით. მონაკოს შემადგენლობაში საუკეთესო ალფა დიალო იყო, რომელმაც მატჩი 19 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მონაკოს სამწვრთნელო შტაბში ქართველი სპეციალისტი მანუჩარ მარკოიშვილიც მუშაობს, რომლის გუნდიც ფინალში დამარცხდა და ევროლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„ფენერბაჰჩეს“ ეს ევროლიგის მეორე ტიტულია – პირველ გამარჯვებას კლუბი 2017 წელს მიაღწია.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ ათენის „პანათინაიკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 97:93 დაამარცხა.
What's Your Reaction?






