ფერმინ ლოპესი ჩელსიში? - ბარსელონას ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს უახლოვდება
ფერმინ ლოპესი ჩელსიში? - ბარსელონას ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს უახლოვდება

ენცო მარესკას გუნდი 22 წლის ნახევარმცველის შეძენას სერიოზულად განიხილავს და დიდი შანსია უახლოეს საათებში პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაკეთდეს.
„ბარსელონას“ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო კატალონიური კლუბი იძულებულია, ნებისმიერი წინადადება განიხილოს. ფერმინ ლოპესი „ბარსასთან“ 2029 წლამდეა დაკავშირებული, მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება კი €50-60 მილიონს შეადგენს.
ესპანელი ნახევარმცველი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან 89 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ფერმინ ლოპესის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო სურათი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, თუმცა ლონდონელთა ინტერესმა უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო.
What's Your Reaction?






