მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა

ანდორაში დასრულებულ ევროპის 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ იმარჯვა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩსაც ქართველის...

ივლ. 28, 2025 - 15:57
 0
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
ანდორაში დასრულებულ ევროპის 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ იმარჯვა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩსაც ქართველის გარეშე არ ჩაუვლია. ერთადერთმა მოქმედმა ფიბა-ს ლიცენზიის მქონე არბიტრმა, მარინა შალამბერიძემ ანდორაში ჩატარებული ტურნირის არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი იმსაჯა – მათ შორის ნახევარფინალური შეხვედრა და ბოლოს, მესამე ადგილისთვის მატჩიც.

შალამბერიძე საქართველოს ნაკრების თანმხლები არბიტრი იყო ტურნირზე და ცხადია, მისი თამაშების მსაჯობა არ შეეძლო. სწორედ ამიტომ იყო, რომ ნახევარფინალში მაღალ დონეზე მსაჯობის შემდეგ ის საპრიზო ადგილისთვის მატჩისთვისაც შეირჩა და რაკი საქართველო ფინალში იყო, მესამე ადგილისთვის მატჩის განსჯა არგუნეს.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow