ფოთის პორტის აქტივების ღირებულება 921 მილიონი ლარია – შარშან პორტმა 789 გემი მიიღო
ფოთის პორტის აქტივების ღირებულება 921 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ფოთის პორტის მმართველი ბიზნესოპერატორის APM Terminals-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში პორტი სულ 545,297 კონტეინერს (TEU) მოემსახურა, რაც წლიურად 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პორტმა შარშან მიიღო 789 გემი (რაოდენობა 2023-თან შედარებით გაზრდილია 58-ით), რომელთა არასაკონტეინერო ტვირთებმა 1,184,728 ტონა შეადგინა, რაც წლიურად […]


ფოთის პორტის აქტივების ღირებულება 921 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ფოთის პორტის მმართველი ბიზნესოპერატორის APM Terminals-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია.
დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში პორტი სულ 545,297 კონტეინერს (TEU) მოემსახურა, რაც წლიურად 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პორტმა შარშან მიიღო 789 გემი (რაოდენობა 2023-თან შედარებით გაზრდილია 58-ით), რომელთა არასაკონტეინერო ტვირთებმა 1,184,728 ტონა შეადგინა, რაც წლიურად 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
What's Your Reaction?






