ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც აქციებს აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – მედოა

ფოტო – პუბლიკა ფრანგი ფოტოგრაფი, ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც საქართველოში მიმდინარე აქციებს აქტიურად აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სხვა შემთხვევების მსგავსად, მესაზღვრეებმა უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს. ჰიშამ ელ ბოუჰმიდი თბილისში დაფუძნებული დამოუკიდებელი ფოტოგრაფია. შსს-მ ბოლო თვეებში გაურკვეველი მიზეზით ქვეყანაში არ შემოუშვა 5-ზე მეტი ევროპელი ჟურნალისტი. ასევე გახშირდა […] The post ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც აქციებს აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – მედოა appeared first on .

აგვ. 3, 2025 - 20:57
 0
ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც აქციებს აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – მედოა

ფოტო – პუბლიკა

ფრანგი ფოტოგრაფი, ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც საქართველოში მიმდინარე აქციებს აქტიურად აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სხვა შემთხვევების მსგავსად, მესაზღვრეებმა უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.

ჰიშამ ელ ბოუჰმიდი თბილისში დაფუძნებული დამოუკიდებელი ფოტოგრაფია.

შსს-მ ბოლო თვეებში გაურკვეველი მიზეზით ქვეყანაში არ შემოუშვა 5-ზე მეტი ევროპელი ჟურნალისტი. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ შორის ბინადრობის უფლების მქონეებს, საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ – თუმცა ივლისში საქართველოში შემოუშვეს რუსეთის მთავრობის მფლობელობაში არსებული არხის „რასია 24-ის“ გადამღები ჯგუფი.

The post ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც აქციებს აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს – მედოა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow