ლიონში გიორგი მიქაუტაძის კონკურენტი მოჰყავთ - ტრანსფერი მწვრთნელმაც დაადასტურა
ბაიერნთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა...

ფონსეკას განცხადებით, „ლივერპულში“ მოთამაშე 22 წლის ნახევარმცველი ტაილერ მორტონი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს. ტრანსფერის სავარაუდო თანხად დაახლოებით 15 მილიონი ევრო სახელდება. მწვრთნელის თქმით, მორტონი ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც კარგად ერკვევა მცირე სივრცეებში თამაშში და გუნდურ სტილს მარტივად მოერგება.
გარდა ამისა, „ლიონს“ უკვე შეუერთდა ჩეხური „პლზენიდან“ 24 წლის პაველ სულკიც. ფონსეკამ დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – კლუბი გეგმავს მეკარისა და ცენტრალური თავდამსხმელის დამატებასაც. ლაკაზეტის წასვლის შემდეგ სწორედ ამ პოზიციაზე ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს კონკურენციას გაუწევს.
What's Your Reaction?






