ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა
ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცის კანდიდატურა გერმანიის კანცლერის პოსტზე მეორე ცდაზე დაამტკიცა. განმეორებითი კენჭისყრის დროს მერცს 325 დეპუტატმა მისცა ხმა, საჭირო მინიმუმი 316 იყო. წინააღმდეგი იყო 289 პარლამენტარი, ერთმა თავი შეიკავა, 3 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ცენტრისტულ-მემარჯვენე CDU/CSU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი) და ცენტრისტულ-მემარცხენე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კოალიციაში სულ 328 პირია გაერთიანებული. თავდაპირველად, ...

What's Your Reaction?






