ქალაქი გორი 10-11 მარტს ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს
გორი 10-11 მარტს ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს

10-11 მაისს გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს — ძიუდოს ევროპის თასს, სადაც მონაწილეობას მიიღებს 15 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი.
საქართველო ტურნირზე გაძლიერებული და მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარსდგება. ეროვნული ნაკრები როგორც კაცებში, ისე ქალებში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობს და თითოეულ დისციპლინაში მედლებისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
კაცები:
-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, ამირან დარბაისელი, ლუკა მოდებაძე და სხვ.
-66 კგ: თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი და სხვ.
-73 კგ: ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი და სხვ.
-81 კგ: კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ალექსანდრე ლოლაძე და სხვ.
-90 კგ: თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი და სხვ.
-100 კგ: ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ხმალაძე და სხვ.
+100 კგ: შოთიკო გოჩიაშვილი, გაბო მუკბანიანი, საბა ქარდავა და სხვ.
ქალები:
-48 კგ: თამარ გიგოლაევი, მარიამ ზაქარაია, მარიამ თუმანიშვილი და სხვ.
-52 კგ: ნინო თათრიშვილი, ნინო იაშვილი, დიანა ლოლუა და სხვ.
-57 კგ: თამარ გამიაშვილი, სოფია კაკაბაძე, მარიამ ხოსიტაშვილი და სხვ.
-63 კგ: მარიამ ნათელაური, ლიზი მარხვაიძე, ნინო წიკლაური და სხვ.
-70 კგ: ქეთი რობაქიძე, დალი მაზანაშვილი, ელენე კურდღელია და სხვ.
-78 კგ: ლიზი ქვარცხავა.
+78 კგ: ნონა კვარაცხელია, ბარბარე გელაშვილი, ნია კაპიანიძე და სხვ.
ტურნირის ფარგლებში სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვან რეიტინგულ ქულებთან ერთად შანსია, რომ გამოჩნდნენ საერთაშორისო დონეზე და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქციონ.
What's Your Reaction?






