ქალაქში გვაქვს ასობით ლიფტი, რომლებიც უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა – სანდრო შელია
„ქალაქში გვაქვს ასობით ლიფტი, რომლებიც უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ განაცხადა. „საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული ლიფტების უმრავლესობა ინსპექტირებას ვერ გაივლიდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო. საერთო სურათით, გაუმჯობესება არ არის, იგივე სიტუაცია და იგივე პრობლემებია. ჩვენ ვიყენებთ ათასობით მოძველებულ ლიფტს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდისაა. […]


„ქალაქში გვაქვს ასობით ლიფტი, რომლებიც უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ განაცხადა.
„საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული ლიფტების უმრავლესობა ინსპექტირებას ვერ გაივლიდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო. საერთო სურათით, გაუმჯობესება არ არის, იგივე სიტუაცია და იგივე პრობლემებია. ჩვენ ვიყენებთ ათასობით მოძველებულ ლიფტს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდისაა. როგორც ვთქვი, მათი უდიდესი ნაწილის ინსპექტირებას არ აკეთებენ და ავარიულ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ასეთ ლიფტებში ხდება.
ლიფტების მესაკუთრე ამხანაგობაა და თითოეული მცხოვრები – თანამესაკუთრე. თუ თქვენ არ მოითხოვეთ და გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ ინსპექტირება გააკეთებინოთ, ამას თავისით არავინ იზამს. ბევრს ჰგონია, რომ ეს პროცედურა მუნიციპალიტეტის ფუნქციაა, თუმცა ეს ასე არაა.
რაც შეეხება სიცოცხლისთვის საშიშ ლიფტებს, მოსახლეობას დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ლიფტის ჩამოწყვეტა იშვიათი მოვლენაა და თუ ეს ხდება, ისიც იშვიათია, რომ ამ დროს სათადარიგო მუხრუჭებმაც არ იმუშაოს“, – აღნიშნა შელიამ.
What's Your Reaction?






