დისტრიბუცია ბიზნესში – ბალანსი და აპლიკაცია MARDI

ქართული საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“ უკვე წლებია ბაზარზე სააღრიცხვო სფეროს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს და ბუღალტრების ყოველდღიურ გამოწვევებს კონკრეტულ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით პასუხობს. 2024 წლის დასაწყისში ბალანსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დისტრიბუციის სფეროსთვის ახალი მობილური აპლიკაცია Mardi წარადგინა. ბალანსი – კომპანიის ოპერაციებზე და ბუღალტერიაზე ფოკუსირებული ეკოსისტემა ბალანსი არის ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს აღრიცხვას, ფინანსურ კონტროლს, საბანკო […]

აპრ. 11, 2025 - 11:27
 0
დისტრიბუცია ბიზნესში – ბალანსი და აპლიკაცია MARDI

ქართული საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“ უკვე წლებია ბაზარზე სააღრიცხვო სფეროს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს და ბუღალტრების ყოველდღიურ გამოწვევებს კონკრეტულ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით პასუხობს.
2024 წლის დასაწყისში ბალანსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დისტრიბუციის სფეროსთვის ახალი მობილური აპლიკაცია Mardi წარადგინა.
ბალანსი – კომპანიის ოპერაციებზე და ბუღალტერიაზე ფოკუსირებული ეკოსისტემა
ბალანსი არის ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს აღრიცხვას, ფინანსურ კონტროლს, საბანკო ოპერაციებს, ხელფასებს, დეკლარაციებსა და ბიზნეს ანალიტიკას.
მისი შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქართული კომპანიებისთვის მორგებული და მოქნილი პროგრამის შეთავაზება – სისტემის, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და ყოველდღიურ ოპერაციებს რეალურად ამარტივებს.
დღეს ბალანსს 2000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს – მათ შორის აუთსორს კომპანიები, საწარმოები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სექტორი და სხვა. პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვინც აფასებს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემების სიზუსტეს და ტექნიკური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობას.
ბიზნესი დისტრიბუციაში – რატომ შეიქმნა Mardi?
ბალანსის გუნდის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, გამოიკვეთა მოთხოვნა იმ ბიზნესების მხრიდან, რომელთაც აქვთ სადისტრიბუციო მომსახურება და მუშაობენ სავაჭრო ობიექტებთან. ესენია სასმელების, საკვები პროდუქტების, საცხობი ნაწარმის მწარმოებლები და სხვა დისტრიბუტორები, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ შეკვეთების მიღება, დავალიანებების კონტროლი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება.
დღემდე ამ პროცესების დიდი ნაწილი აღირიცხება კვლავ ფურცლების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციით ან არაოფიციალური ჩატებით, რაც იწვევს ინფორმაციის არასრულად გადაცემას, შეფერხებებს ბუღალტერიაში და კომპანიის არაეფექტურ მუშაობას.
სწორედ ამ პრობლემებზე პასუხად შეიქმნა Mardi – მობილური აპლიკაცია, რომელიც წარმოადგენს დისტრიბუციის პროცესების მართვის ციფრულ პლატფორმას.
Mardi-ის ტექნოლოგიური უპირატესობა
Mardi მუშაობს რეალურ დროში და პირდაპირ უკავშირდება ბალანსს API ინტეგრაციის მეშვეობით.
მისი მეშვეობით დისტრიბუტორი:
· ხედავს მყიდველის დავალიანებებს
· იღებს შეკვეთას ობიექტზე
· ავტომატურად აფორმებს დისტრიბუციის ქვე-ზედნადებს
· აკონტროლებს საკრედიტო ლიმიტებს და ვადაგადაცილებულ დავალიანებებს
აპლიკაცია გათვლილია როგორც pre-sale, ასევე van-sale ტიპის დისტრიბუციაზე. ეს ნიშნავს, რომ დისტრიბუტორს შეუძლია იმუშაოს როგორც წინასწარ შეკვეთებზე, ასევე უშუალოდ ბორტიდან პროდუქციის რეალიზაციაზე.
სწრაფი დანერგვა და მეგობრული ინტერფეისი
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მომხმარებლისთვის მარტივ დამხმარე საშუალებას, რისთვისაც ბალანსის გუნდი მუდმივად მუშაობს Mardi -ს ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც უფრო თანამედროვე და მოსახერხებელს გახდის პროდუქტს.
აპლიკაციაში მუშაობის დასაწყებად მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპია გასავლელი. (საჭიროების შემთხვევაში კი ბალანსის გუნდის ჩართულობით)

პირველი შეფასებები და სამომავლო გეგმები
ბალანსის პარტნიორმა კომპანიებმა, რომლებიც დისტრიბუციის სფეროში აქტიურები არიან, Mardi უკვე დანერგეს. ისინი აღნიშნავენ დისტრიბუციის პროცესში მეტ გამჭირვალეობასა და პროცესების სიჩქარის ზრდას.
სისტემა უკვე გეგმავს ახალი ფუნქციების დამატებას:
· აგენტის დღის მარშრუტის არსებობა
· აგენტის ვიზიტის შედეგების დაფიქსირება
ბალანსისა და Mardi-ს ინტეგრირებული ეკოსისტემა ქმნის ახალ სტანდარტს ბიზნესის მართვაში – სადაც ბუღალტერი, გაყიდვები და ლოჯისტიკა ერთიანად და ავტომატიზებულად მუშაობენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow