ქართველი 18-წლამდე მორაგბეები ექვსი ერის ფესტივალს იტალიით იწყებენ
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს იტალიით ვიწყებთ

წელს ფესტივალს საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ვიში მასპინძლობს და იტალიის გარდა ზურაბ ამონაშვილის შეგირდები უელსს (14 აპრილი) და ირლანდიას (18 აპრილი) ეთამაშებიან.
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრის წინ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა და საფრანგეთთან თბილისში გამართული გასახურებელი თამაშის შემდეგ, მასში ერთი ცვლილებაა - შერკინების შემკვრელად დამწყებთა შორის მათე ბერუაშვილს ვიხილავთ. მის გარდა მესამე ხაზში თამაშს იწყებენ იოსებ ღვინჯილია და გიორგი ზაზაძე; მეორე ხაზში ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია შეწყვილდებიან; ხოლო პირველ ხაზში გაბრიელ რაზმაძეს, სანდრო გამყრელიძეს და დავით ხურციძეს ვიხილავთ.
ღერძზე გოგა უშვერიძე და ლევან ბუცხრიკიძე შეწყვილდებიან; ცენტრში დემეტრე დევდარიანი და დათა ახვლედიანი დადგებიან; ფრთებზე ივა კვირიაშვილს და ავთანდილ ზვიადაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი დავით არობელიძეა.
შეგახსენებთ, 18-წლამდელთა მარქაფაში სატურნირო განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე იქნება, თამაშის ხანგრძლივობა კი 70 წუთია (35-წუთიანი ტაიმები).
საქართველომ 18-წლამდელთა 6 ერის ფესტივალზე პირველად შარშანითამაშა და საფრანგეთთან 20:19 გაიმარჯვა,შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. I რაუნდი
10 აპრილი. ვიში (საფრანგეთი). 13:00 (საქ. დრო)
საქართველო - იტალია
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ივა კვირიაშვილი (ლელო), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 2. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 3. დავით ხურციძე (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ლუკა ტაბატაძე (არმია), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 26. შოთა გვრიტიშვილი (ლელო).

rugby.ge
What's Your Reaction?






