კვარას გოლი და პსჟ-ის გამარჯვება ლიგაზე - როგორია ქართველის შეფასება მატჩში?
კვარას გოლი და პსჟ-ის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - რა შეფასება დაუწერეს ქართველს?

ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა", ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ეგიდით, შინ, პარკ დე პრენსზე, "ასტონ ვილას" სძლია.
ანგარიში 35-ე წუთზე ასტონ ვილამ, მორგან როჯერსის გოლით გახსნა, ხოლო შემდეგ 10-წუთიან ინტერვალში 2 ბურთი მიიღო.
39-ე წუთზე დეზირე დუემ გაიტანა, 49-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ცრუ-მოძრაობები უმაგრესი დარტყმით დააგვირგვინა.
90+2 წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ნუნო მენდეშმა დააფიქსირა - 3:1.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 8,7 შეფასებით, სწორედ პარიზელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
What's Your Reaction?






