“ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა დიაროვი
სააგენტო "პარალელი" “ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა დიაროვი ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს ბათუმში საპროტესტო აქციაზე მისი გამოსვლიდან და ასევე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქვეყნისათვის გადამწყვეტი ბრძოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: ,,მეგობრებო, დღეს დგას პირდაპირი და მკაფიო კითხვა: გადაწყვეტს ქართველი ხალხი თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც ემსახურება მტერს, კვლავ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მომავალს? ბიძინა ივანიშვილი დღეს ცდილობს […] “ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა დიაროვი ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა დიაროვი
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს ბათუმში საპროტესტო აქციაზე მისი გამოსვლიდან და ასევე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქვეყნისათვის გადამწყვეტი ბრძოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით:
,,მეგობრებო, დღეს დგას პირდაპირი და მკაფიო კითხვა: გადაწყვეტს ქართველი ხალხი თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც ემსახურება მტერს, კვლავ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მომავალს?
ბიძინა ივანიშვილი დღეს ცდილობს კიდევ ერთხელ მოგვატყუოს: გვაჩვენოს ვითომ არჩევანი, ვითომ კონკურენცია, ვითომ არჩევნები… მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი, ავტოკრატიული მახე.
ერთიანი წინააღმდეგობა, ბრძოლა ბოლომდე, ეროვნული ერთიანობა, ესაა გამოსავალი! ეროვნული ერთიანობა, რომელიც არ იყიდება, არ ეპუება და იბრძვის ბოლომდე, თავისუფლებისთვის!
ეს არის ის ძალა, რომელსაც ვეღარაფერი დაუპირისპირდება! საქართველო არ დაბრუნდება რუსეთში! ოლიგარქია გაიქცევა! და საქართველო წამოიწევა, როგორც თავისუფალი, ერთიანი და ღირსეული სახელმწიფო! გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს ბრძოლას თავისუფლებისთვის!”, – წერს ლაშა დიაროვი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა დიაროვი
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






