„ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის“ ბრალდებით ჯავის მკვიდრი დააკავეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) იუწყება, რომ დაკავებულია ჯავის რაიონის მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კაცი, რომელიც „ეჭვმიტანილია ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში“. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის“ საქმიანობა „აღიკვეთა“ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის“ თანამშრომლობის შედეგად. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. ირწმუნებიან, რომ...

What's Your Reaction?






