ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნოე. 13, 2025 - 12:27
 0
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow