“ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი" “ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არსებულ რეალობასა და სანქციებთან დაკავშირებით, ასევე, მმართველ პარტიაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს: “მას წინათ ვწერდი, შუალედური გამარჯვებები გვჭირდება, რაც პროტესტს ახალ სუნთქვას შესძენს-მეთქი. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ბრიტანული სანქციები და “მეგობარი აქტის” წინსვლა სწორედ ამის მაგალითებია. უმალვე გაჩნდა ქ/ოცნების იდეოლოგების საპასუხო განცხადებები, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაციაც “დიფ სთეითის” მსხვერპლად იქცნენ […] “ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი პარალელი

აპრ. 4, 2025 - 06:27
 0
“ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არსებულ რეალობასა და სანქციებთან დაკავშირებით, ასევე, მმართველ პარტიაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს:

მას წინათ ვწერდი, შუალედური გამარჯვებები გვჭირდება, რაც პროტესტს ახალ სუნთქვას შესძენს-მეთქი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ბრიტანული სანქციები და “მეგობარი აქტის” წინსვლა სწორედ ამის მაგალითებია. უმალვე გაჩნდა ქ/ოცნების იდეოლოგების საპასუხო განცხადებები, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაციაც “დიფ სთეითის” მსხვერპლად იქცნენ და ქოცების მტრების სიაში ჩაეწერნენ.

მთლიანი მესიჯ-ბოქსის გადაწყობა უწევთ. და ამ გადაწყობაში ამჟღავნებენ თავიანთ უმწეობას, კარიკატურულობას და უპასუხისმგებლობას.

რაც მთავარია, ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია.

წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო ჯაჭკაჭიშვილი.

“ქ/ოცნების საყოველთაო დელეგიტიმაციის პროცესი ღრმავდება და ეს შეუქცევადია” – იაგო კაჭკაჭიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow