თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, სიგარაზე მოქმედი კანონის ნორმები სიგარილაზეც გავრცელდება – მათ შორის თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სიგარილასთვის სავალდებულო აღარ იქნება. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. როგორც ინიციატორები განმარტავენ, თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება და სიგარილას შეფუთვაზე […]

მაი. 21, 2025 - 16:27
 0
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, სიგარაზე მოქმედი კანონის ნორმები სიგარილაზეც გავრცელდება – მათ შორის თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სიგარილასთვის სავალდებულო აღარ იქნება.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება და სიგარილას შეფუთვაზე შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება ტექნიკურად რთულია.
“ინდივიდუალური ნიშნულის შეფუთვაზე დატანამ შეიძლება პროდუქტის შეფუთვა და ხარისხი დააზიანოს. ამასთან, სიგარა და სიგარილას მწარმოებლები ერთი და იგივე კომპანიები (ბრენდები) არიან და მათი წარმოების პროცესი, ტექნოლოგია, შიგთავსი, ნედლეული და იერსახე ანალოგიურია, გარდა ზომისა და წონისა.
შესაბამისად, მწარმოებელი კომპანიისთვის რთულია სიგარისა და სიგარილას შეფუთვა სხვადასხვა სტანდარტით აწარმოოს.
სიგარილა სტანდარტული მოხმარების თამბაქოს ნაწარმი არ არის. ფასიდან და სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი მოხმარება ფუფუნების საგანია. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაციის მიზანი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, როგორც უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტის, საზოგადოებისთვის მიმზიდველობის ხარისხის დაწევას ემსახურება, სიგარილას შემთხვევაში არ მიიღწევა.
აღსანიშნავია, რომ სიგარილა მასობრივად მოხმარებადი თამბაქოს ნაწარმი არ არის და მისი მომხმარებელი ძირითადად სეგმენტურად მცირე, სპეციფიკური ჯგუფია.
ამიტომ სიგარილას შეფუთვაზე კანონით გათვალისწინებული რეგულაციების იმგვარად გავრცელება, როგორც სხვა ხშირად მოხმარებად თამბაქოს ნაწარმზე, გამოიწვევს არაპროპორციულ ტვირთს იმპორტირებისა და გაყიდვების ნაწილში“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow