ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერ მოახერხა. მოგვიანებით ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიორგი ოჩხიკიძემ თანაგუნდელ გიორგი სულაბერიძესთან ერთად მედიკოსებს ამის საშუალება არ მისცა. ბოლო პერიოდში, როცა ქუთაისელთა ლიდერობა 10-ქულიან ზღვარს ჩამოსცდა, ოჩხიკიძემ საჭირო სამქულიანები ჩააგდო, რითაც თანაგუნდელებიც აიყოლია და ქუთაისი გამარჯვებამდე მშვიდობიანად მივიდა.
ოჩხიკიძემ 323 ქულით, 6 პასით და 5-5 მოხსნა- ჩაჭრით დაასრულა. სულაბერიძის ანგარიშზე 22 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. ბაქარი ბერეკაშვილის როლიც სოლიდური იყო – 19 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი. თსსუ-ი საუკეთესო იყო ლუკა ლურსმანაშვილი – 21 ქულა, 10 მოხსნა. 17 ქულა ლუკა ხარაბაძემ, ხოლო 13 – ლევან აფციაურის ანგარიშზეა.
მეორე ადგილზე გასული მედიკოსები მატჩის დასრულების შემდეგ ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. ოქროს მედლები გადაეცათ ქუთაისელებს, რომელთა ლიდერიც, გიორგი ოჩხიკიძე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ოჩხიკიძეს MVP-ის პრიზი, ხოლო გუნდის კაპიტან ბაქარ ბერეკაშვილს საჩემპიონო თასი სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ გადასცა.
GBF.GE
What's Your Reaction?






