ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი Visa, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯ სივრცეს ხსნის, რომელშიც თიბისი კონცეპტის ლაუნჯიც მოეწყობა.   საქართველოში ეს იქნება რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ: სასიამოვნო გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი არჩევანი, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, სწრაფი ინტერნეტი, ფრენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და სხვა. […] The post ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა appeared first on .

მაი. 28, 2025 - 17:57
 0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

ციფრული გადახდების გლობალურ ლიდერVisa, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯ სივრცეს ხსნის, რომელშიც თიბისი კონცეპტის ლაუნჯიც მოეწყობა.  

საქართველოში ეს იქნება რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ: სასიამოვნო გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი არჩევანი, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, სწრაფი ინტერნეტი, ფრენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და სხვა.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა მოგზაურობაა, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ ეს პროცესი მათვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ. პირველი კონცეპტ ლაუნჯი 3 წლის წინ, თბილისის აეროპორტში გავხსენით, სადაც ამ დროისათვის, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო გამორჩეული გამოცდილება. გვიხარია, რომთიბისი კონცეპტის მომხმარებლები იგივე შესაძლებლობებისარგებლობას  მალე ქუთაისის აეროპორტშიც შეძლებენ“, ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელები არიან, ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ.

ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს საკუთარ მისიასთან — გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტაეროპორტში აქვთ.

(R)

The post ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow