"ღვინოს მე ვსვავდი გავრილოვთან" - რას ამბობს გახარია გავრილოვის ჩამოსვლაზე

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს:"როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი, არ მახსოვს ზუსტად. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი.ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ.ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც მასპინძლობა გაუწია მას. ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან" – ამბობს გიორგი გახარია.წყარო: "formulanews.ge"

აპრ. 14, 2025 - 22:57
 0
"ღვინოს მე ვსვავდი გავრილოვთან" - რას ამბობს გახარია გავრილოვის ჩამოსვლაზე
გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს:

"როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი, არ მახსოვს ზუსტად. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი.

ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ.

ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც მასპინძლობა გაუწია მას. ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან" – ამბობს გიორგი გახარია.

წყარო: "formulanews.ge"

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow