„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC
„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC ყაზახეთის მიერ კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში, მარცვლეულის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების მიუხედავთ, ყაზახური ხორბალი შუა დერეფნის, კერძოდ ფოთის ნავსადგურის გავლით ევროპულ და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ნაცვლად ამისა, ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, […]


„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC
ყაზახეთის მიერ კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში, მარცვლეულის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების მიუხედავთ, ყაზახური ხორბალი შუა დერეფნის, კერძოდ ფოთის ნავსადგურის გავლით ევროპულ და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ნაცვლად ამისა, ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, ჩინეთზე და რუსეთზე გამავალი დერეფნები აქტიურად არიან დატვირთულები – ამის შესახებ ანალიტიკას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
2024 წლის ბოლოს, ყაზახეთმა საკუთარი სავაჭრო შესაძლებლობების გასაფართოებლად, მისი ერთ – ერთი სტრატეგიული საექსპორტო პროდუქციის – მარცვლეულის, მსოფლიო ბაზრებზე რეალიზებისათვის სატრანსპორტო ხარჯების, სახელმწიფო სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სახელმწიფო სუბსიდირებამ მარცვლეულის გადაზიდვების ხუთი ძირითადი მიმართულება მოიცვა:
აზერბაიჯანის დანიშნულებით;
აზოვის, ბალტიის და შავი ზღვების ნავსადგურების გავლით ევროკავშირის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მიმართულებით;
ირანის დანიშნულებით;
თურქმენეთზე ტრანზიტით ავღანეთის დანიშნულებით;
ჩინეთზე ტრანზიტით სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით;
ხუთივე მიმართულება ყაზახეთისთვის, მარცვლეულის გასაღების ტრადიციულ, ბაზრებს წარმოადგენს, ამასთან გარდა ამ მიმართულებებისა ყაზახეთი მარცლეულის რეალიზებას ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს.
მარცვლეულის რეალიზებისათვის, ყაზახეთი ინტენსიურად აფორმებს გრძელვადიან ხელშეკრულებებს, რაც გარანტირებული გადაზიდვების დაგეგმვის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.
მაგალითისათვის, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უწყებამ, ჩინურ კომპანია COFCO სთან
200 ათასი ტონა ხორბლის მიწოდების ასევე ირანულ კომპანია Fawakeh-თან 200 ათასი ტონა ქერის მომარაგების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებისთვის ბალტიის ზღვის ნავსადგურების გავლით 400 ათასი ტონა ხორბლის მიწოდებაზე წინასწარი ხელშეკრულება დაიდო.
საერთაშორისო “Ears International For Trade Co.” სავაჭრო კომპანიასთან ხელი მოეწერა ეგვიპტისთვის 300 ათასი ტონა ხორბლის მიწოდების ხელშეკრულებას.
გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში მიღწეულია წინასწარი შეთანხმებები მაროკოსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის 300 ათას ტონა მარცვლეულის მიწოდებაზე.
ირანი ვარაუდობს, ყაზახეთის ნავსადგურების გამოყენებით, ყაზახური ხორბლის შესყიდვის მოცულობა 2 მლნ ტონამდე, ხოლო ქერის ერთ მილიონ ტონამდე გაზარდოს.
სხვადასხვა რეგიონებში მარცვლეულის რეალიზების ცალკეული მაგალითები, მკაფიოდ წარმოაჩენს ყაზახეთის მიერ აქტიური მარკეტინგული საქმიანობისთვის დაგეგმილ და განხორციელებულ ნაბიჯებს.
ის რომ 2024 – 2025 წლების მოსავლის პერიოდში, ყაზახეთის მარცლეული ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სხვადასხვა მიმართულებებით გადაზიდვების სტატისტიკით დასტურდება.
ყაზახეთის რკინიგზით 2024 – 2025 წლების მარცვლეულის ახალი მოსავლის ექსპორტმა, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ექსპორტის მაჩვენებელს 35 % ით აღემატება.
მიუხედავდ იმისა, რომ ყაზახეთი მნიშვნელოვან ადგილს საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებას უთმობს, მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მომხმარებლებად ცენტრალური აზიის ქვეყნები რჩება.
მოსავლის 2024 – 2025 წლების პერიოდის 2023 – 2024 წლებთან შედარებისას, ყაზახეთის მარცლეული ექსპორტი უზბეკეთში 24 % ით, 2 მლნ ტონიდან 2.6 მლნ ტონამდე გაიზარდა.
ტაჯიკეთში გაიზარდა 34 % ით – 681 ათასი ტონიდან 1027 ათას ტონამდე.
ავღანეთში – 26 % ით – 198 ათასი ტონიდან 267 ათას ტონამდე.
ყირგიზეთში – 50 % ით – 83 ათასი ტონიდან 165 ათას ტონამდე.
ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ირანსა და აზერბაიჯანში.
ყაზახური მარცვლეულის მიწოდება ირანში 15 ჯერ გაიზარდა – 54 ათასი ტონიდან 825 ათას ტონამდე.
აზერბაიჯანში – 100 ჯერ გაიზარდა, 5 ათასი ტონიდან 497 ათას ტონამდე.
საგულისხმოა, რომ ამ ჩამონათვალში არც საქართველო და არც საქართველოს გავლით ყაზახური მარცვლეულის გადაზიდვები არ ფიქსირდება.
შუა დერეფნით ყაზახური ხორბლის საქართველოზე ტრანზიტად ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო) მიმართულებით გადაზიდვების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ხორბლის გადაზიდვის მარშრუტზე, სატერმინალო ქსელის გამტარუნარიანობა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი, რაც გულისხმობს ყაზახეთში – აქტაუს და კურიკის, აზერბაიჯანში – ბაქოს სიახლოვეს გოვსანის და საქართველოში ფოთის ნავსადგურში ხორბლის ტერმინალების გამტარუნარიანობების თავსებადობას.
აქტაუს ნავსადგურში – მარცვლეულის ტერმინალ Ak Biday-Terminal ის ძირითადი საქმიანობას სარკინიგზო ტრანსპორტიდან საზღვაო გემებზე მარცვლეულის გადატვირთვა წარმოადგენს.
ტერმინალი აღჭურვილია დროებით შესანახი 11 სილოსით, სადაც 22.5 ათასი ტონა მარცვლეულის ერთდროული შენახვაა შესაძლებელი.
მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 600 ათასი ტონაა. ტერმინალს დღე – ღამეში 50 მდე სარკინიგზო ვაგონის მიღება შეუძლია, რაც 4 ათას ტონამდე მარცვლეულის გატარებას შეადგენს.
კურიკის ნავსადგურში აქტიურად მიმდინარეობს მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მარცვლეულის ტერმინალს წელიწადში 570 ათასი ტონის გატარების შესაძლებლობა ექნება.
მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ტერმინალის სიმძლავრე წელიწადში 1.5 მლნ ტონას მიაღწევს. ფაქტიურად კურიკის ნავსადგური კასპიის ზღვაზე ყველაზე მსხვილი ხორბლის გამანაწილებელი ტერმინალი იქნება.
კურიკის ნავსადგურში Sarzha Grain Terminal ის ორივე ფაზის ღირებულება, 50 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც AD Ports Group ის კონტრიბუცია 30 მლნ დოლარს ხოლო დარჩენილი 20 მლნ დოლარი ყაზახური მხარის შენატანია.
მიმდინარე ეტაპზე, მარცვლეულის პირველი გადატვირთვა ტერმინალიდან განხორციელდა. არსებულ პირობებში ნავსადგურის გამტარუნარიანობა წელიწადში 240 ათასი ტონაა.
პირველი ფაზის დასრულება 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
ბაქოს მარცვლეულის ტერმინალი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გოვსანის ტერიტორიაზეა განთავსებული.
Baku Grain Terminal ი აზერბაიჯანულ – ყაზახური ინვესტიციით შექმნილი ერთობლივი საწარმოა.
ტერმინალს მარცვლეულის დროებით შესანახად 5 სილოსი, 15 ათასი ტონა ხორბლის ერთდროული შენახვის შესაძლებლობა გააჩნია.
ტერმინალს ტექნოლოგიური ხაზით შეუძლია საათში 250 – 300 ტონა მარცვლეულის გადატვირთვა, დღე – ღამეში 1.5 ათასი ტონა მარცვლეულის გატარება, როგორც საზღვაო გემებიდან სარკინიგზო ვაგონებში, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტიდან და საზღვაო გემებში. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობები, ხაზს უსვამს გოვსანის ტერმინალის უნივერსალურობას.
Baku Grain Terminal ს წელიწადში 600 ათასი ტონის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა და 50 ათასი ტონა ხორბლის დაფქვის საწარმოო სიმძლავრე გააჩნია.
ფოთის ხორბლის ტერმინალს გააჩნია 16 ათასი ტონა ხორბლის ერთდროული შენახვის ასევე 25 ვაგონის მიღების და დამუშავების შესაძლებლობა, ხორბლის ტერმინალს 2.2 ჰექტარი უკავია, მაგრამ შესაძლებელია დამატებით 1.5 ჰექტარზე გაფართოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთდროული შენახვის საცავები არსებობს, ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალის გამატრუნარიანობა, ვაგონების დამუშავება და ხორბლის გატარების დღიური ნორმა საგრძლობლად ჩამორჩება, კურიკის, აქტაუს და გოვსანის ტერმინალის სიმძლავრეებს.
ყველა პარამეტრით გათვალისწინებით, შუა დერეფნის მარშრუტზე ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალი „ვიწრო“ რგოლს წარმოადგენს.
ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთი გეგმავს, მიერ 2008 და 2012 წლებში ფოთის ნავსადგურში დაანონსებული და განუხორციელებული, მარცვლეულის ტერმინალის პროექტის რეანიმირებას.
ექსპერტთა ვარაუდით, სადღეისოდ მსხვილი მასშტაბით ხორბლის გატარებისთვის საქართველო მზად არ არის, იმისთვის, რომ შავი ზღვის გავლით მოხდეს ხორბლის ტრანსპორტირება, მათი მოსაზრებით უნდა აშენდეს მარცვლეულის ტერმინალი ფოთში.
ასეთ პირობებში საქართველოს შუა დერეფნით მიეცემა შესაძლებლობა, ყაზახური ხორბლის დამატებითი მოცულობები მოიზიდოს.
გარდა ამისა, როდესაც მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირებას ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს, პირველ ეტაპზე, ყაზახური მარცვლეულის მიღება საქართველომ შიდა მოხმარებისთვის უნდა განახორციელოს, რაც რუსეთთან დამოკიდებულებას შეამცირებს და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების სტრატეგიულ ამოცანას გადაწყვეტს.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა გადაზიდვების პრეფერციების ხარჯზე შეძლო მარცვლეულის გადაზიდვების სტიმულირება, გაზრდილი მოსავალი, ექსეპრთა შეფასებით, შემოდგომაზე ყაზახეთში ახალი მოსავლის შენახვის სიმძლავრის ნაკლებობას გამოიწვევს რაც ყაზახეთისთვის დამატებითი პრობლემა იქნება.
ზუსტად ეს ფაქტორი წარმოადგენს, მნიშვნელოვან და საკვანძო გარემოებას, რამაც ყაზახეთს უნდა უბიძგოს, აზერბაიჯანის, ირანის და უშუალოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტერმინალების ანალოგიურად, ფოთის ნავსადგურშიც მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადების ხედვის ჩამოყალიბება.
ფოთის ნავსადგურში მარცვლეულის ტერმინალის შესაძლებლობის გაფართოება, სახელმწიფოს პრეროგატივას მიეკუთვნება და სახელმწიფო უნდა წარმოჩინდეს ყაზახურ მხარესთან ძირითად მომლაპარაკებლად.
უკვე ნათელია ყაზახეთში ახალი მოსავლის შენახვის სიმძლავრების ნაკლებობასთან დაკავშირებით შემოდგომისთვის მოსალოდნელი სიძნელეები.
2024 წელს მარცვლეულის მოსავალმა 26.6 მილიონი ტონა შეადგინა, 2023 წლის გარდამავალი 4 მლნ ტონიანი ნაშთის გათვალიწინებით, მარცვლეულის მთლიანმა მოცულობამ 30.6 მლნ ტონა შეადგინა.
მიმდინარე მდგომარეობით ყაზახეთს 7 მლნ ტონა გვაქვს ექსპორტირებული, ადგილობრივი მოხმარებისათვის 7 მლნ ტონა ესაჭიროება. თუ 14 მლნ ტონა გამოირიცხება, ახალი მოსავლის აღებამდე, მომდევნო 5 თვეში სექტემბრისთვის, აუცილებელი იქნება დარჩენილი 16,6 მლნ ტონის ექსპორტზე გატანა.
იმ ვითარებაში, როცა 2025 წლის მოსავალი იქნება კარგი, არსებობს გადაზიდვის ნაშთების დიდი მოლოდინი, რომელიც სიმძლავრეებს (სათავსოებს) დაიკავებს. მაშინაც კი, თუ მოსავალი 2025 წელს კარგია, არსებობს ახალი მოსავლის შენახვის სიმძლავრის დეფიციტის რისკი.
გამოდის, რომ 16.6 მლნ ტონის მარცვლეულია დარჩენილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტის პიკმა ჩაიარა (დასრულდა ბაირამის დღესასწაული) და ექსპორტის სეზონი აღარ არის, ამასთან დარჩა 5 თვე და რკინიგზის გამტარუნარიანობიდან გამომდინარე, თვეში მაქსიმუმ 1 მლნ ტონის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაა, არც მეტი, არც ნაკლები. შემდგომ 5 თვეში რკინიგზით თვეში 2 მლნ ტონაც რომ იქნეს ექსპორტირებული მომდევნო წლის გარდამავალი მარაგის სახით 6.6 მლნ ტონა იქნება შესანახი.
იმ ვითარებაში, როცა 2025 წლის მოსავალი იქნება კარგი, არის დიდი გადაზიდვის ნაშთების მოლოდინი, რომელიც დაიკავებს სიმძლავრეს. არსებობს ახალი მოსავლის შენახვის საცავების დეფიციტის რისკი.
მოსავლის შენახვის (საცავი) დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი არგუმენტია ევროპაში და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში შუა დერეფნისათვის მარცვლეულის გადაზიდვების ახალი შესაძლებლობების შეძენა.
საქართველოზე გამავლი დერეფნის, ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის დატვირთვის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციად უნდა იქნეს განხილული, თურქეთის მიერ საკუთარი წისქვილ კომბინატებისათვის ხორბლის უბაჟო იმპორტის უფლების მიცემა.
რუსული მარცვლეული, რომელიც ისტორიულად გადიოდა ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი მოცულობით ვერ შემოვა.
ყაზახეთის მარცვლეულის კავშირი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდიების გათვალისწინებით, ყაზახური ხორბლისთვის, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის გავლით და ყარსში ხორბლის ტერმინალის გამოყენებით იხსნება დამატებითი შესაძლებლობების „ფანჯარა“.
ამჟამად, თურქეთის წისქვილ კომბინატები იწყებენ იმპორტირებული ნედლეულის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული შიდა ბაზარზე შესყიდვით, რადგან თურქეთში ადგილობრივი ხორბლის ღირებულება საბაზრო ფასზე მაღალია.
იმავდროულად, თურქეთი ყოველთვის ყიდულობდა მარცვლეულს რუსეთიდან. 2024 წელს თურქეთი რუსული მარცვლეულის ნომერ პირველი იმპორტიორი იყო.
სადღეისოდ ობიექტური მიზეზების გამო რუსეთმა ექსპორტი შეამცირა, რაც რუსული რუბლის დოლართან, ევროსთან, იუანთან და ტენგესთან გამყარებით იყო განპირობებული.
დასკვნის სახით – ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს, გარდა ამისა, დამატებითი ტვირთნაკადით უზრუნველყოს შუა დერეფანი და ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზა. ორივე შემთვევაში დაიტვირთება საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება, სახელმწიფოს უბიძგებს ყაზახურ მხარესთან აქტიურ კომუნიკაციაში შესვლას და ფოთის ნავსადგურის მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების მოზიდვაში ხელშეწყობას.
What's Your Reaction?






