"ყველაზე ბედნიერი მოსამზადებელი კემპი მქონდა, რადგან.." - თოფურიას განცხადება

29 ივნისს ქართველი UFC მებრძოლი ილია თოფურია კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში ჩაერთვება – ის ბრაზილიელ ჩარლზ...

ივნ. 22, 2025 - 13:27
 0
"ყველაზე ბედნიერი მოსამზადებელი კემპი მქონდა, რადგან.." - თოფურიას განცხადება
29 ივნისს ქართველი UFC მებრძოლი ილია თოფურია კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში ჩაერთვება – ის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის.

მოსამზადებელი ეტაპის შესახებ თოფურიამ სულ ახლახანს გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ასეთი მშვიდი და პროდუქტიული კემპი ჯერ არ ჰქონია. როგორც მებრძოლი ამბობს, წონის კლების აუცილებლობისგან გათავისუფლებამ მას შესაძლებლობა მისცა, უფრო მეტად კონცენტრირებული და მოტივირებული ყოფილიყო.

ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი კემპი. წონის დაკლება აღარ მაწუხებდა და რეალურად ვისიამოვნე მთელი პროცესით,“ – აცხადებს თოფურია. – „29 ივნისს გულშემატკივრებს განსაკუთრებული შოუ ელით – წარმოდგენაც არ გაქვთ, რა გელოდებათ!

ილიას გამორჩეული ტექნიკა, სიჩქარე და ფსიქოლოგიური მზადყოფნა მეტოქისთვის სერიოზულ საფრთხედ ითვლება. ამ ბრძოლას განსაკუთრებული მოლოდინით ელიან როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow