მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს შემცვლელს მიაგნო - დარჩენილია ერთი ნაბიჯი
ლეროი სანეს "გალათასარაიში" წასვლის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ეძებს ახალ გარემარბს.

როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, გერმანული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნიკო ვილიამსია.
რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნი" ესპანელი შემტევით მეტად დაინტერესებულია და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე ორი შეხვედრაც გამართა. მიუხედავად იმისა, რომ "ბილბაოსთან" შეთანხმება ფინანსურად მარტივი არ იქნება, მიუნხენური კლუბი მზადაა ტრანსფერისთვის საჭირო პირობები დააკმაყოფილოს.
ამ ეტაპზე, როგორც ჟურნალისტი წერს, მთავარი ბარიერი თავად ნიკო ვილიამსის გადაწყვეტილებაა.
ბილბაოს "ატლეტიკიც" მოქმედებს — კლუბი ვილიამსისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რათა ტალანტის შენარჩუნება შეძლოს. ახალგაზრდა გარემარბით ასევე ინტერესდებიან ლონდონის "არსენალი" და "ჩელსი", თუმცა ორივე ინგლისური კლუბი აცნობიერებს, რომ ტრანსფერის ფინანსური სირთულეები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
2024/25 წლების სეზონში, ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკ ბილბაოს" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 7 საგოლე გადაცემა. მისი დინამიურობა, ტექნიკა და უნივერსალურობა მას ევროპული გრანდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ტალანტად აქცევს.
What's Your Reaction?






