ყველაფრის გარეშე დატოვა - რაზე მოაწერინა დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ხელი
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი საკმაოდ მძლავრ ინტერს დიდ ბრძოლაში მაინც მოუგო, რასაც გულშემატკივრები ნაკლებად თუ იფიქრებდნენ.სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონის ოქროს მედალი არ გადაეცემა, რადგან წესების მიხედვით ხვიჩა მოგების მომენტში ნაპოლის განაცხადში არ ყოფილა.აქვე ხდება ცნობილი ისიც, რომ ქართველ ფეხბურთელს წილად არც საჩემპიონო ბონუსი ერგება, რის შესახებაც უფრო დეტალურად იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა.“არც ჩემპიონის მედალი და არც ფულადი ბონუსი. ხვიჩას ნაპოლიდან წამოსვლამდე კონტრაქტში ჰქონდა პუნტქი იმის შესახებ, რომ პარტენოპეის ჩემპიონობის შემთხვევაში დაწესებულ ბონუსს არ მოითხოვდა. ასე რომ, პრემია მასთან არ წავა.” - წერს გამოცემა.მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ალბათ, ისედაც არ იყო სავარაუდო, რომ კვარა ბონუსს მოითხოვდა. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიდან ისე წამოვიდა, რომ ბოლო ხელფასი სულ არ აუღია.

სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონის ოქროს მედალი არ გადაეცემა, რადგან წესების მიხედვით ხვიჩა მოგების მომენტში ნაპოლის განაცხადში არ ყოფილა.
აქვე ხდება ცნობილი ისიც, რომ ქართველ ფეხბურთელს წილად არც საჩემპიონო ბონუსი ერგება, რის შესახებაც უფრო დეტალურად იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა.
“არც ჩემპიონის მედალი და არც ფულადი ბონუსი. ხვიჩას ნაპოლიდან წამოსვლამდე კონტრაქტში ჰქონდა პუნტქი იმის შესახებ, რომ პარტენოპეის ჩემპიონობის შემთხვევაში დაწესებულ ბონუსს არ მოითხოვდა. ასე რომ, პრემია მასთან არ წავა.” - წერს გამოცემა.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ალბათ, ისედაც არ იყო სავარაუდო, რომ კვარა ბონუსს მოითხოვდა. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიდან ისე წამოვიდა, რომ ბოლო ხელფასი სულ არ აუღია.
What's Your Reaction?






