შავი ლომი 2025/2026 წლების ჩელენჯ თასზე პირველ ჯგუფში მოხვდა
შავი ლომი 2025/2026 წლების ჩელენჯ თასზე პირველ ჯგუფში მოხვდა

ქართულ ფრენჩაიზთან ერთად ტოპ 14-იდან ‘მონპელიე’ და ‘მონტობანი’ ითამაშებენ; ირლანდიიდან ‘ქონახთი’, უელსიდან ‘ოსფრიზი’, ხოლო იტალიიდან ‘ძებრე’. რომელ ოთხ გუნდთან მოუწევს ‘შავ ლომს’ თამაში და როგორი იქნება განრიგი, მოგვიანებით გაირკვევა.
ჩელენჯ თასის მომავალი სეზონის ბ ჯგუფში ფრანგული ‘ლიონი’ და ‘პერპინიანი’, ინგლისური ‘ნიუკასლი’, უელსური ‘დრაგონსი’, იტალიური ‘ბენეტონი’ და სამხრეთ აფრიკული ‘ლაიონსი’ მოხვდნენ; გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკული ‘ტოიოტა ჩიტასი’, უელსური ‘კარდიფი’ და ‘ოლსთერი’, ინგლისური ‘ექსეთერ ჩიფსი’ და ტოპ 14-ის პარიზული კლუბები - ‘რასინგ 92’ და ‘სტად ფრანსე’.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. გასულ ორ სეზონში ქართულმა გუნდმა თითო-თითო შეხვედრის მოგება მოახერხა.
RUGBY.GE
What's Your Reaction?






