“შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი

სააგენტო "პარალელი" “შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს: “შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ აი, მოდის შხუილ–შხუილით იაფი ჩინური კრედიტები და ავშენდებით. ამით ამშვიდებდნენ ქოცები მაშინ მხარდამჭერ ბიზნესებს თუ უბრალოდ პარაზიტ მხარდამჭერებს, რომ კითხვები არ გასჩენოდათ, რა გვეშველება ევროპისგან და ამერიკისგან სრულიად იზოლირებულებს. ამ ჩინური ლეგენდით გადააგორეს […] “შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი პარალელი

სექ. 1, 2025 - 01:27
 0
“შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:

შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ აი, მოდის შხუილ–შხუილით იაფი ჩინური კრედიტები და ავშენდებით. ამით ამშვიდებდნენ ქოცები მაშინ მხარდამჭერ ბიზნესებს თუ უბრალოდ პარაზიტ მხარდამჭერებს, რომ კითხვები არ გასჩენოდათ, რა გვეშველება ევროპისგან და ამერიკისგან სრულიად იზოლირებულებს. ამ ჩინური ლეგენდით გადააგორეს რაღაც პერიოდი.

მახსოვს ერთი ე.წ. ჟურნალისტი, ძველი ნაცნობი, მორცხვი ქოცები რომ არიან ისეთი წერდა, მორჩა, მოვიდა ჩინური იაფი კრედიტებიო. მეთქი ქალო აბა მითხარი ჯერ ზოგადად იაფი ჩინური კრედიტი სად ნახე და მერე საქართველოში. ან რამე წაიკითხე, ან რამეში გაერკვიე ამ სისულელეს რომ წერთქო. მლანძღა, მთათხა, კუბოში ჩამდო. წავშალე ფრენდებიდან და ახლა კი მწყდება გული, მოიკითხავდა კაცი და მოკითხავდა ჩინურ სასწაულს.

ეს უბედურები ჩინეთსაც აღარ უნდა. რუსეთის მომაკვდავი საცეცი და ოფიციალური ჩიხი არავისთვის აღარ არის საინტერესო დედამიწაზე”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“შარშან ამ დროს ძალიან პოპულარული იყო შემოცურებული მესიჯბოქსი, რომ…” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow