"შარშან ამ წინანადებას დავთანხმდებოდი" - რაფინია არაბული კლუბის ინტერესზე

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" შემტევმა რაფინია, გულწრფელად ისაუბრა ბოლო პერიოდში მის კარიერასთან დაკავშირებულ...

აპრ. 26, 2025 - 11:57
 0
"შარშან ამ წინანადებას დავთანხმდებოდი" - რაფინია არაბული კლუბის ინტერესზე
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" შემტევმა რაფინია, გულწრფელად ისაუბრა ბოლო პერიოდში მის კარიერასთან დაკავშირებულ ამბებზე და აღნიშნა, რომ მისთვის ფინანსური წინადადებები ახლა ისე მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც ადრე.

გუშინ ვიღაცამ გამომიგზავნა შეტყობინება, რომ საუდის არაბეთიდან შემოთავაზება მქონდა. სიმართლე გითხრათ, თუ ეს წინადადება წინა წელს იქნებოდა, ალბათ დავთანხმდებოდი,“ – აღნიშნა რაფინიამ.

ბრაზილიელმა მოთამაშემ გაიხსენა, რომ ადრე რთულ ფსიქოლოგიურ პერიოდს გადიოდა, რაც მას ასეთ გადაწყვეტილებაზე უბიძგებდა:

ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა და მაშინ იმ ფულს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა — ის ჩვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.

თუმცა ახლა, როგორც თავად ამბობს, პრიორიტეტები შეცვლილია:

დღეს ფული ჩემთვის აღარ არის მთავარი. ახლა მხოლოდ ჩემს ოცნებებზე ვფიქრობ,“ – დაასრულა რაფინიამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow