"შევხვდებით 2026-ში, კიდევ ერთ გრანდთან ერთად" - შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე

"შევხვდებით 2026-ში, კიდევ ერთ გრანდთან ერთად" - შოთა არველაძე "ბარსელონასთან" მატჩზე

მაი. 18, 2025 - 01:27
 0
"შევხვდებით 2026-ში, კიდევ ერთ გრანდთან ერთად" - შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე

შოთა არველაძე სოციალური ქსელის მეშვეობით დინამო არენაზე გამართულ "ბარსელონასა" და საქართველოს ლეგენდებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

"არაჩვეულებრივი საღამო შედგა დინამო არენაზე და მიხარია, რომ პირველივე დღიდან, ამ ზეიმის მონაწილე და ინიციატორი ვარ. აუცილებელია, რომ ასეთი დღეები ბევრი გვქონდეს, ვუმასპინძლოთ რონალდინიოს მსგავს ვარსვკლავებს და ბარსელონას დონის გრანდებს.

ამ ტიპის მატჩებში სტადიონის გავსება ადვილი არ არის და მინდა, გულშემატკივარს უდიდესი მადლობა ვუთხრა ამ ინტერესისთვის, ჩართულობისთვის, ჩვენი გამხნევებისთვის და სტუმარი გუნდის მიმართ გამოხატული პატივისცემისთვის.

შევხვდებით 2026-ში, კიდევ ერთ გრანდთან ერთად"


- წერს ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow