ჩვენთან დოპინგით უთამაშია - მუდრიკს 4 წლით დისკვალიფიკაციას აძლევენ?

უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის შემტევს, მიხაილო მუდრიკს ფეხბურთის თამაშს რამდენიმე წლით აუკრძალავენ

ივნ. 20, 2025 - 16:27
 0
ჩვენთან დოპინგით უთამაშია - მუდრიკს 4 წლით დისკვალიფიკაციას აძლევენ?
უკვე თვეებია მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის შემტევს, მიხაილო მუდრიკს ფეხბურთის თამაშს რამდენიმე წლით აუკრძალავენ.

საქმე დოპინგის ტესტზე ჩავარდნასა და საგამოძიებო უწყების ბრალდებებს ეხება. მიხაილო მუდრიკს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას ედავებიან, ორი მუხლის დარღვევაში კი უკრაინელ ვინგერს ბრალი ახლახანს ოფიციალურად წარედგინა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის ჯგუფში მიხაილო მუდრიკმა საქართველოს ნაკრებს გოლი სწორედ მაშინ გაუტანა, როდესაც აკრძალულ ნივთიერებას იღებდა, ის შეხვედრა კი ჩვენმა გუნდმა გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 1:0 წააგო.

The Telegraph-ის ინფორმაციით, თუ მუდრიკს ბრალი სხვა მუხლებშიც წარედგინება, მაშინ უკრაინელს თამაშს 4 ან 5 წლით აუკრძალავენ, რაც, სავარაუდოდ მიხაილოს ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორებს.

შენიშვნა: მიხაილო მუდრიკს დოპინგი, კერძოდ მელდონიუმი ორგანიზმში 2024 წლის დეკემბერში, სწორედ სანაკრებო პაუზის შემდეგ აღმოუჩინეს, რის გამოყენებასაც სპორტში მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტო 2016 წლის შემდეგ ოფიციალურად კრძალავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow