შეთანხმება მიღწეულია - ვინ გაწვრთნის კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრის"?
შეთანხმება მიღწეულია - რონალდუს "ალ-ნასრის" ახალი თავკაცი ეყოლება

პორტუგალიელი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში კარიერას კვლავ საუდის არაბეთში გააგრძელებს. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, ჟეზუში "ალ ნასრისთან“ უკვე შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში ის ოფიციალურად წარადგენენ კლუბის მთავარ მწვრთნელად.
ჟესუსი ბოლო წლები „ალ ჰილალის“ თავკაცად მუშაობდა და ადგილობრივ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტის სტატუსიც მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგა და საუდის პრო ლიგა მოიგო, რაც მის ავტორიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის გადაბირება კრიშტიანო რონალდოს ინიციატივითაც მოხდა – პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანი და "ალ ნასრის“ ლიდერი აქტიურად ჩაერთო სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტების პროცესში და მხარი დაუჭირა ჟესუსის კანდიდატურას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რონალდომ "ალ ნასრთან" ორწლიანი კონტრაქტიც გააფორმა, რაც გუნდის მომავალი ამბიციების კიდევ ერთი დასტურია.
What's Your Reaction?






