შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | ვირტუსმა ფინალური სერია მოგებით გახსნა
თორნიკე შენგელიას ისევ საუკეთესოა – ვირტუსი კი იგებს. იტალიის სერია A-ს ფინალური სერია ბოლონიური კლუბის გამარჯვებით დაიწყო...

ბრეშამ პირველი ტაიმი 45:41 მოიგო, მესამე პერიოდი ფრედ 22:22 დასრულდა და ვირტუსმა გადამწყვეტ პერიოდში 27:20 გაიმარჯვა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მან 5 მოხსნა, 2 პასიც დააგროვა. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მოედანზე მყოფთაგან მასთან ამ მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მისი თანაგუნდელი – მეტ მორგანი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 ჰქონდა.
შენგელია დამსახურებულად გახდა მატჩის MVP, ისევე როგორც პლეი ოფში მოგებულ ყველა შეხვედრაში – ის საუკეთესო იყო. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, სადაც ვირტუსს მოედნის უპირატესობა აქვს და მომდევნო მატჩსაც ბოლონიაში, 14 ივნისს გამართავს. სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს, ბრეშაში ჩატარდება.
GBF.GE
What's Your Reaction?






