შეხვედრა რძის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორებთან
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას. ყურადღება გამახვილდა კონტროლის მექანიზმებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგადაც დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტო რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს. შეხვედრას სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას.
ყურადღება გამახვილდა კონტროლის მექანიზმებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგადაც დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს. შეხვედრას სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
What's Your Reaction?






