შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ

შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში მათ ერთობის […]

ივნ. 25, 2025 - 04:27
 0
შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ

შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ
სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში მათ ერთობის კი არა, სიმართლის დეფიციტი აქვთ,- წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.
„რა გვჭირს და რატომ გვჭირს
აირია მონასტერი, გარშემო ომების ცეცხლიგიზგიზებს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა დროს შინაურ პრობლემებზე საუბარიაო, მაგრამ თუ ჩვენს ბედზე „გულდამწვარი” „დაუძინებელი მეგობრები“ თითქმის ყოველდღე იცლიან და “მამაცურად” ებრძვიან საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლას“, დიქტატორულ-ტოტალიტარული, ოლიგარქიული ტირანიის დამყარებას, ალბათ ქართველებსაც შეგვიძლია მორიდებული შეფასება გამოვთქვათ ჩვენს ყოფაზე.
ცოტა შორიდან დავიწყოთ და ვნახოთ, როგორ მოვედით აქამდე, რა ცვლილებები განიცადა ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
ამ პერიოდს იმიტომ ვიღებ, რომ პირადად ჩემი და ჩემი თაობის ასაკიდან გამომდინარე, დაახლოებით ეს დრო გავიარეთ მას შემდეგ, რაც გაცნობიერებული ცხოვრება დავიწყეთ, რადგან ადამიანის ცნობიერება ძირითადად 10-15 წლის ასაკში ყალიბდება და მეხსიერებასაც მოვლენები მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულად
სწორედ ამ ასაკიდან მოჰყვება.
ვიღაცამ შეიძლება ეს ახალგაზრდობის ნოსტალგიად ჩათვალოს, მაგრამ გინდა თუ არა, თვალწინ გიდგას 70-80-იანი წლების საზოგადოება და როდესაც მათ ადარებ დღევანდელს, ძალაუნებურად გრძნობ 70-80 იანელების უპირატესობას, უდიდეს სხვაობას ინტელიგენტურობაშიც, ინტელექტუალობაშიც, განათლებაშიც, ზრდილობაშიც, კაცთმოყვარეობაშიც და სულიერ განვითარებაშიც. ვიღაცა იმასაც იტყვის, ეს დრომ მოიტანაო, მაგრამ რატომ ვერ დაბადა 21-ე საუკუნემ მსოფლიო დონის უდიდესი ქართველი მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, ხელოვანები, კინოსა და თეატრის რეჟისორები, მსახიობები და ა. შ. (ნიკო მუსხელიშვილები, ლადო გუდიაშვილები, ჭაბუა ამირეჯიბები, მუხრან მაჭავარიანები, ნინო რამიშვილები, ვახტანგ ჭაბუკიანები, რეზო ჩხეიძეები, რობერტ სტურუები, ები და სხვები და სხვები).
ვიღაცები იმასაც იტყვიან, მაშინ ტოტალიტალური სახელმწიფო იყო, ამ ყველაფერზე ის სახელმწიფო იდეოლოგიური საფუძვლებით და მიზნებით ზრუნავდაო., ჩვენთან 90-იანებში დამოუკიდებლობა დიდ გაჭირვებასთან ერთად მოვიდა და ეხლა თავისუფლებაში დაბადებული თაობა იბარებს ქვეყნის სადავეებსო. მეც იმას ვჩივი, რომ თავისუფლებაში დაბადებული თაობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა პრიორიტეტად უზნეობის, უზრდელობის და ცხოველური ინსტინქტების გამოვლინება მიიჩნია თავისუფლების უმაღლეს გამოხატულებად, ლანძღვა-გინება, უტიფრობა და უგემოვნება გაიხადა დროშად, ანარქიისკენ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ სწრაფვა დასახა პატრიოტიზმისა და ვაჟკაცობის სინონიმებად.
და როდესაც თანამედროვე ქართულმა სახელმწიფომ თავისი ფუნქციის შესრულება დაიწყო, როდესაც კანონით შეზღუდა მოქმედების ისეთი ფორმები, რომლებიც კლასიკური დემოკრატიის სახელმწიფოებში დიდი ხანია შეზღუდულია, მაშინვე დაიწყეს მოთქმა-გოდება, სამარცხვინო დანოსების გაგზავნა თანამედროვე „კრემლში“ – არიქა, საქართველოში თავისუფლებას კლავენ და დიქტატურას ამყარებენო.
მეტი დამაჯერებლობისთვის და ყურადღების მიქცევის მიზნით, მათ მიერ „პრორუსულად“ „მონათლულ” ქართულ ხელისუფლებას ხან „პრო-ჩინურობა“ მიაწერეს და ხან „პრო-ირანელობა“.
ამ ახალგაზრდებისთვის პატრიოტობანას თამაში და აფიშირება პროფესიად იქცა (მათი ნაწილი ამ პროფესიაში ხელფასსაც იღებს) და რადგან ამ პროფესიის პროფესიონალები სარფიანად იყიდებიან, რატომღა უნდა იფიქრონ იმ აღმატებულ პროფესიებზე, რომელსაც დიდი შრომა და წლები სჭირდება? თანაც ჭეშმარიტი მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, ხელოვანები, რეჟისორები, მსახიობები და სხვები „პროფესიონალ პატრიოტებზე” გამოჩენილები დღეს ნამდვილად ვერ გახდებიან. პირიქით, თავის პროფესიებში ხელმოცარული, არაერთი თანამედროვე უნიჭო და საშუალო ნიჭის ქართველი მეცნიერი, მხატვარი, მწერალი, პოეტი, ხელოვანი, რეჟისორი, მსახიობი და სხვები, პოპულარობის მოსაპოვებლად სწორედ „პროფესიონალი პატრიოტის“ ახალ პროფესიას ეუფლებიან.
ნიშანდობლივია, რომ ბოლო თვეებში მიღებული ახალი კანონები ყველაზე მეტად აცოფებთ „პროფესიონალ პატრიოტებს“.
ისინი წუხან- როგორ, ჩვენ ვეღარ უნდა გავლანძღოთ და ცილი ვეღარ უნდა დავწამოთ ჩვენს ოპონენტებს? ისინი ხომ საქართველოს მტრები არიან და თუ მათი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, ბულინგი და ცილისწამება აგვიკრძალა კანონმა, როგორღა უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პროფესიით, როგორ წარმოვაჩინოთ ჩვენი “პატრიოტობა”? – გულწრფელად უკვირთ პროფესიით ცრუ პატრიოტებს. თუ ადამიანის ღირსების შელახვის უფლება შეგვეზღუდება, მაშინ სადღაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ცილისწამებაზე მტკიცების ტვირთი თუ ცილისმწამებელზე გადმოვა, მაშინ როგორღა უნდა დავაბრალოთ ოპონენტებს მოღალატეობა , კორუფციონერობა, უზნეობა, კაციჭამიობა? როგორღა მივაწებოთ დაუსაბუთებელი ბინძური იარლიყები? დიქტატურაა აბა რაა?
რაც მთავარია, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისთვის“ ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებელია, უფრო სწორად, მათ უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ ეს ყველაფერი „დემოკრატიული უკუსვლა“ და დიქტატურაა, რადგან „ფარას“ კანონი, საპროტესტო აქციებზე ნიღბების, მოლოტოვის კოქტეილების, ფეიერვერკების სროლის, პოლიციელებზე თავდასხმის და სხვა ქმედებების აკრძალვა მათთან დემოკრატიის დაცვაა, ჩვენთან კი მათივე შეფასებებით, ეს ტოტალიტარიზმის ნიშნებია, დემონსტრაციულად კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაყენებაც მხოლოდ მათთან შეიძლება, ჩვენთან კი ეს ტირანიის ნიშანია.
მოკლედ, ამ ჩვენი შინაური „პროფესიით პატრიოტების“ გულისთქმას და მისწრაფებებს გარედან ბანს აძლევენ ჩვენი „დემოკრატიის უკუსვლით“ გულდათუთქული დაუძინებელი მეგობრები. მთელი უბედურება იმაშია, რომ სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების ეს სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა. უბრალოდ, არ უნდა
გაიგონ ან არ უნდათ თავს გამოუტყდნენ, რომ მათ ერთობის კი არა, სიმართლის დეფიციტი აქვთ, ასევე არ სურთ იმის აღიარება, რომ (საბედნიეროდ) ღრმა უმცირესობაში არიან“,- წერს კაკაბაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow