შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ფოთში უმასპინძლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ფოთში უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე ხვალ 12 საათიდან დაიწყება. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი იქნება საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ადგილზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი. 26 მაისს გაიმართება კონცერტი და ასევე მოწყობილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების კვებისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცე. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან და საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ქალაქში მოხვედრამდე ბავშვები გაივლიან საპასპორტო კონტროლის ზონას, სადაც მოსულ სტუმრებს სამახსოვრო პასპორტს გადასცემენ; მომსახურების სააგენტოს წარმოდგენილი აქვს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი სახალისო-შემეცნებითი აქტივობა, როგორიც არის იმიტირებული ველორბოლა, რომლის გავლის შემდეგ ბავშვებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ და კვარცხლბეკზე დაჯილდოვდებიან. ასევე წარმოდგენილი იქნება ისტორიული კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობების, სანომრე ნიშნების ვიზუალს და მათი განვითარების ეტაპებს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან, თუ როგორ ხდება სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მოეწყობა ქიმიური შოუ; სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო და სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით, ასევე, ისტორიული ფოტო სტენდებით; დაცვის პოლიცია უმასპინძლებს ბავშვებს იმიტირებულ დაცულ სახლში, სადაც ჩატარდება ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილები. მენტორების დახმარებით, მოზარდები თავად მოირგებენ პოლიციის აღჭურვილობას და შეასრულებენ პოლიციელის როლს; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბავშვებისთვის დაამონტაჟებს „საცოც კედელს“; შსს-ს აკადემიას წარმოდგენილი ექნება ვირტუალური ტირში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფორმები. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ფოთში უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე ხვალ 12 საათიდან დაიწყება.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიერონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი იქნება საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი.
26 მაისს გაიმართება კონცერტი და ასევე მოწყობილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების კვებისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცე.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან და საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ქალაქში მოხვედრამდე ბავშვები გაივლიან საპასპორტო კონტროლის ზონას, სადაც მოსულ სტუმრებს სამახსოვრო პასპორტს გადასცემენ;
მომსახურების სააგენტოს წარმოდგენილი აქვს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი სახალისო-შემეცნებითი აქტივობა, როგორიც არის იმიტირებული ველორბოლა, რომლის გავლის შემდეგ ბავშვებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ და კვარცხლბეკზე დაჯილდოვდებიან. ასევე წარმოდგენილი იქნება ისტორიული კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობების, სანომრე ნიშნების ვიზუალს და მათი განვითარების ეტაპებს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან, თუ როგორ ხდება სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მოეწყობა ქიმიური შოუ;
სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო და სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით, ასევე, ისტორიული ფოტო სტენდებით;
დაცვის პოლიცია უმასპინძლებს ბავშვებს იმიტირებულ დაცულ სახლში, სადაც ჩატარდება ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილები. მენტორების დახმარებით, მოზარდები თავად მოირგებენ პოლიციის აღჭურვილობას და შეასრულებენ პოლიციელის როლს;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბავშვებისთვის დაამონტაჟებს „საცოც კედელს“;
შსს-ს აკადემიას წარმოდგენილი ექნება ვირტუალური ტირში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფორმები.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
What's Your Reaction?






