დღეს, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში თავისი ოცნების კლუბს, მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
იქამდე გთავაზობთ პარიზელთა დამრიგებლის, ლუის ენრიკეს კომენტარს მეტოქის შესახებ:
ყოველთვის გამორჩეულია რეალის წინააღმდეგ თამაში. ახლა ნახევარფინალში ვართ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთ ფინალში გავიდეთ და ისტორია დავწეროთ.
ჩაბი ალონსოს რეალის შესწავლა იოლი არ არის, რადგან მან სულ ახლახანს დაიწყო იქ მუშაობა, მე კი პარიზში უვკე ორი წელია ვარ. ცხადია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა არ ვიცი ვინ იქნება ფავორიტი. ერთი ისაა, რომ ყველანი კარგი მატჩის მოლოდინში ვართ.
- თქვა ენრიკემ.