ჩელსიმ ბაიერნს და პსჟ-ს აჯობა - ლონდონური კლუბი 17 წლის ბრაზილიელ ტალანტს იმატებს
ბრაზილიელი ტალანტი, ესტევაო უილიანი, რომელიც უკვე მოიაზრება ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად..

როგორც მისი აგენტი, ანდრე კური აცხადებს, ტრანსფერი ოფიციალურად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგება.
„ესტევაო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ‘ჩელსიში’ ისტორიას დაწერს. მისი გადაბირება პსჟ-ს და ბაიერნსაც სურდათ, მაგრამ არჩევანი ლონდონურ კლუბზე გავაკეთეთ“, – აღნიშნა კურიმ AS-თან ინტერვიუში.
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ესტევაოს მიმართ ინტერესი უკვე ევროპის ტოპ კლუბებმა გამოიჩინეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 17 წლის ფეხბურთელს უდიდესი პოტენციალი აქვს.
What's Your Reaction?






