“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი
სააგენტო "პარალელი" “ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გაკეთებულ ცალკეულ შეფასებებს, ერთგვარი საინფორმაციო განმარტებებით ეხმაურება და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს დაინტერესებულ პირებს: “რადგან ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ, მიწევს ამ სტატუსის დაწერა. ყველა ნორმალურ და ადეკვატურ ადამიანს ბოდიშს ვუხდი ასეთი პირადი დეტალებისთვის ???? მესმის რომ ჩემი ბინა დიდია და კარგ ადგილას, მაგრამ ამ ყველაფერმა ქოცები […] “ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გაკეთებულ ცალკეულ შეფასებებს, ერთგვარი საინფორმაციო განმარტებებით ეხმაურება და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს დაინტერესებულ პირებს:
“რადგან ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ, მიწევს ამ სტატუსის დაწერა. ყველა ნორმალურ და ადეკვატურ ადამიანს ბოდიშს ვუხდი ასეთი პირადი დეტალებისთვის
მესმის რომ ჩემი ბინა დიდია და კარგ ადგილას, მაგრამ ამ ყველაფერმა ქოცები რომ გაგაკვირვათ უცნაურია:))
ბიძინამ რა საიდან იყიდა ჩაგაბარათ ანგარიში? მისი სახლების კვადრატულობა დათვალეთ? ბიძინას ფულის წარმომავლობა დაადგინეთ?
თქვენმა მთავრობებმა ტყეები როგორ გადაუფორმეს ცოლებს ეგ ამბავი გაიგეთ?
სუს-ის ქოლ ცენტრებიდან ვინ რამდენით მდიდრდება იცით? წილოსანის მამა, რომელიც მილიონებს შოულობდა წინა მთავრობაში, ახლა რამდენ მილიონს ჭრის იცით, ოღონდ ეს ყველაფერი თქვენს ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება.
არც მამაჩემს და არც მე, არასოდეს გვიმუშავია სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ მაინც ჩაგაბარებთ ანგარიშს.
მამაჩემი მშენებელია. მისმა პარტნიორებმა და მეგობრებმა ააშენეს ეს კორპუსები.
მშენებლობა 2000 ებში დაიწყო. შევარდნაძის დროს:)
პირველი ბინა რომელიც ზურიკომ ამ კორპუსებში აიღო სწორედ მარიამის ბინა იყო.
ორი ბინა დაიმატა ბ კორპუსში. უნდოდა ყველას ერთად გვეცხოვრა.
მეთორმეტეზე ჩემი მშობლებლი, ძმა, მისი შვილები ცხოვრობდნენ.
მეათეზე მე.
აქ , მამაჩემის ბინაში ვცხოვრობდი მაშინაც კი, როცა წინა ქორწინებაში ვიყავი.
მამაჩემი ყოველთვის იყო ჩემი ფინანსური სიმყარე და ეს იცის ბევრმა, მათ შორის იმადამიანებმაც რომლებიც დღეს რუსთავი 2 ში და იმედში მუშაობენ.
ყოველთვის უსამართლოდ ვთვლიდი როდესაც ჩემი ცხოვრების ფურფუშელებს სხვა გვარს აწერდნენ და სიმართლე გითხრათ მომწონს კიდეც საჯაროდ იმის დაწერა, რომ სინამდვილეში ჩემი სიმყარე ყოველთვის ზურიკო იყო.
ამიტომაც ვიყავი ყოველთვის თავისუფალი გადაწყვეტილებებში. არსად წასვლა მე არ მიწევდა. ყოველთვის მამის ბუდეში ვრჩებოდი და ყოველთვის მისი იმედი მქონდა.
ეს სტატუსი დიდი გამომივიდა და ცალკე დავწერ ჩემზე და იქნებ იგივე მოსთხოვოთ მთავრობის წევრებსაც“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი
What's Your Reaction?






