„ჩვენ მხარს ვუჭერთ არაფორმალურ განათლებას და ვახორციელებთ გადამზადების პროგრამებს, რაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას“ – ნინო თანდილაშვილი
„ჩვენ მხარს ვუჭერთ არაფორმალურ განათლებას და ვახორციელებთ გადამზადების პროგრამებს, რაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას“ – ნინო თანდილაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში […]


„ჩვენ მხარს ვუჭერთ არაფორმალურ განათლებას და ვახორციელებთ გადამზადების პროგრამებს, რაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას“ – ნინო თანდილაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
ნინო თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერების მხარდაჭერას, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
„სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს ფერმერებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობაში დასაქმების წახალისებას. აღსანიშნავია, რომ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების არსებობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ არაფორმალურ განათლებას და ვახორციელებთ გადამზადების პროგრამებს, რაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებიც ფერმერთა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა 6 113 სესხი; სახელმწიფო პროგრამამ „დანერგე მომავალი“ 368 უნიკალური ბენეფიციარი მოიცვა; აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 14 182 პოლისი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების შედეგად შეიქმნა 48 ახალი საწარმო. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით ისარგებლა 128 ბენეფიციარმა, ხოლო მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 513 ხელშეკრულება და სხვა.
ახალგაზრდების გადამზადების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ პროფესიული სწავლების პროგრამები განახორციელა; მათ შორის, 12 კვირიანი კურსი – „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რომელიც 15-მა მსმენელმა გაიარა, მათ შორის 3 სამინისტროს სისტემაში დასაქმდა. 4 კვირიან პროგრამაში „გარემოსდაცვითი მმართველი“ მონაწილეობა მიიღო 36-მა პირმა. ასევე ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისა და აგრარული მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, შედეგად, 2024 წელს ჯამში 509 ადამიანი გადამზადდა.
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან თანამშრომლობით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
What's Your Reaction?






