"ჩვენი ბიჭები ფინალში" - რას წერენ ნეაპოლელები კვარასა და ფაბიან რუისზე
ნეაპოლური გვერდი პოსტს აქვეყნებს

პსჟ-ის გამარჯვება განსაკუთრებულად აღნიშნა ნეაპოლურმა გვერდმა, კერძოდ Spazionapoli-მ, რომელმაც პარიზული გუნდიდან თავისი ორი ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია.
ნეაპოლელებმა გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას და ფაბიან რუისს მიულოცეს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნაპოლის ღირსებას იცავდნენ.
სხვათა შორის, ნეაპოლურ გვერდებზე ამ თემის შესახებ ხალხი უკვე აქტიურად წერს. მათი თქმით, კვარა და რუისი ნაპოლის საქმეს ჩემპიონთა ლიგიდან გააკეთებენ, იმ ნაპოლის, რომელსაც სერია A-ზე კონცენტრირებული ინტერი ახლა სულ არ სჭირდება.
What's Your Reaction?






