"ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ" - ფლიკი სამომავლო გეგმებზე

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...

აპრ. 11, 2025 - 17:26
 0
"ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ" - ფლიკი სამომავლო გეგმებზე
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"დიდი სიამოვნებას ვიღებ აქ ყოფნით. სტაფი, ფეხბურთელები და ყველა საოცრად კარგები არიან. გუნდში ატმოსფერო ფანტასტიკურია და ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ბარსელონაში ცხოვრება ძალიან მომწონს და სავსე ვარ ენერგით და იდეებით, რომ გუნდს გაუმჯობესებაში დავეხმარო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელების სიას, რომლებიც გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაცულად იგრძნონ..
", - განაცხადა ფლიკმა.

ცნობისთვის, ბარსელონას მიმდინარე სეზონში სამივე ტიტულის მოგება შეუძლია, ამასთან, ჰანს ფლიკის გუნდი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც 2025 წელს არ დამარცხებულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow