"დაკარგეს ის, ვინც თამაშებს მარტო იგებდა" - პანდევი ნაპოლის აკრიტიკებს
ნაპოლის და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლაზე ისაუბრა...

"კვარაცხელიას გაშვება? - მათ ისეთი ფეხბურთელი დაკარგეს, რომელსაც თამაშების მოგება მარტოს შეეძლო. ხვიჩას წასვლის შემდეგ კონტემ სცადა, რომ გუნდისთვის ახალი ენთუზიაზმი მიეცა, თუმცა სხვადასხვა დაბრკოლებამ შეუშალა ხელი.
ვფიქრობდი, რომ კვარას გაშვების შემდეგ გუნდი ბაზარზე იაქტიურებდა, თუმცა მათ გამორჩეული ფეხბურთელი არ დაუმატებიათ", - განაცხადა პანდევმა.
What's Your Reaction?






