“ჩვენი მარკეტინგული თამაშები E-commerce ბიზნესების გაყიდვებს 15%-მდე ზრდის” – ქართული სტარტაპი “კლიქს”
ჩვენი დაპირება არის ის, რომ მარკეტინგული თამაშებით კომპანიებს გაყიდვებს 5-დან 15%-მდე გავუზრდით. იმ შემთხვევაში, თუ ამ კამპანიის შედეგად, 2.5%-ით მაინც არ გაიზრდება მათი გაყიდვები – მაშინ, კომპანიები მომსახურების საფასურს არ გადაგვიხდიან. ამ ეტაპზე შედეგები საკმაოდ პოზიტიური გვაქვს, – ამის შესახებ სტარტაპი “კლიქსის” (Klics) დამფუძნებელმა საბა არუდაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი ფარმაცევტული, კვებისა […]


ჩვენი დაპირება არის ის, რომ მარკეტინგული თამაშებით კომპანიებს გაყიდვებს 5-დან 15%-მდე გავუზრდით. იმ შემთხვევაში, თუ ამ კამპანიის შედეგად, 2.5%-ით მაინც არ გაიზრდება მათი გაყიდვები – მაშინ, კომპანიები მომსახურების საფასურს არ გადაგვიხდიან. ამ ეტაპზე შედეგები საკმაოდ პოზიტიური გვაქვს, – ამის შესახებ სტარტაპი “კლიქსის” (Klics) დამფუძნებელმა საბა არუდაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი ფარმაცევტული, კვებისა და ტექნიკის კომპანიების მხრიდან გამოიკვეთა.
“კლიქსი” არის პლატფორმა, რომელიც E-commerce (ონლაინ ვაჭრობა) ბიზნესებს საშუალებას აძლევს საიტზე შესული ხალხის რაოდენობა, მარკეტინგული თამაშების საშუალებით, გაააქტიურონ და შემდეგ ეს ყველაფერი დამატებით შემოსავლად გარდაქმნან. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენი პლატფორმის გამოყენებით მარკეტინგული თამაშების შექმნას და მათ საიტსა ან აპლიკაციაში ინტეგრაციას. ჩვენი პროდუქტი ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებიც გვყავს. ფარმაცევტული სექტორის რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგები დადეს. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები არის ის, რომ უფრო დიდ მოთამაშეებთან ვითანამშრომლოთ”, – აცხადებს საბა არუდაშვილი.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, “კლიქსის” სამიზნე ბაზა აშშ და ავსტრალიაა, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია.
“ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი გამოიკვეთა ასევე, კვების ინდუსტრიის და ტექნიკის კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, რეგიონალური მასშტაბით სხვადასხვა E-commerce-სა და ფარმაცევტული სექტორის კომპანიების მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი არის აშშ-ის და ავსტრალიის. უკვე აქტიურად ვმუშაობთ, რომ აღნიშნულ ბაზრებზე გავიდეთ, რადგან აქ E-commerce-ს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია და შესაბამისად, ჩვენი პოტენციური მომხმარებელი უფრო მეტია ამ ბაზრებზე, ვიდრე რეგიონალურად, ან ლოკალურად. თუნდაც იმ განხრით, რომ მომხმარებლების გადამხდელუნარიანობა ბევრად უფრო მაღალია. ვფიქრობთ, რომ ავსტრალიის ბაზრებზე შესვლას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შევძლებთ”, – აცხადებს საბა არუდაშვილი.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.
What's Your Reaction?






